28 ევროპულ ქვეყანაში ულიმიტო მობილური ინტერნეტი — SIM ბარათის გარეშე. აქტივაცია წუთებში, დღეში სულ რაც $0.62-დან!
სამი მარტივი ნაბიჯი და ინტერნეტი უკვე გაქვს ევროპაში
შეარჩიე შენთვის სასურველი ვადა და პაკეტი. ფასები იწყება სულ რაც $3-დან!
QR კოდს მიიღებ ელ-ფოსტაზე. დაასკანერე და eSIM ავტომატურად დაემატება შენს ტელეფონს.
eSIM აქტივირდება როგორც კი ქსელთან დაუკავშირდები. ულიმიტო ინტერნეტი მთელ ევროპაში!
EUconnect — ულიმიტო ინტერნეტი 28 ევროპულ ქვეყანაში
ერთი eSIM — მთელი ევროპა. გადართვა ქსელებს შორის ავტომატურია
სწრაფი, იაფი და მარტივი — სწორედ ისეთი, როგორიც გინდა
eSIM აქტივირდება ავტომატურად, როგორც კი ქსელთან დაუკავშირდები. არანაირი ლოდინი.
eKYC (ვინაობის დადასტურება) არ არის საჭირო. იყიდე და გამოიყენე დაუყოვნებლივ.
ავტომატური გადართვა საუკეთესო ხელმისაწვდომ ქსელზე ყველა ქვეყანაში.
დღეში 3GB სრული სიჩქარით, შემდეგ 1 Mbps. საკმარისია ნავიგაციისთვის და მესიჯებისთვის.
ინტერნეტი ამოგეწურა? შეავსე ბალანსი ადვილად, სადაც არ უნდა იყო.
როუმინგთან შედარებით 70-80%-ით იაფი. დღეში $0.62-დან!
eSIM არის ციფრული SIM ბარათი, რომელიც ჩაშენებულია თანამედროვე სმარტფონებში. ფიზიკური SIM ბარათის ნაცვლად, eSIM პროფილს ტელეფონში QR კოდით ამატებ. მხარს უჭერს iPhone XS და უფრო ახალი მოდელები, Samsung Galaxy S20+, Google Pixel 3 და სხვა.
თითოეულ დღეს გაქვს 3GB სრული სიჩქარით. 3GB-ის ამოწურვის შემდეგ სიჩქარე იკლებს 1 Mbps-მდე, მაგრამ ინტერნეტი კვლავ ულიმიტოა. მეორე დღეს სრული სიჩქარე ავტომატურად აღდგება.
ვადის ათვლა იწყება მხოლოდ მაშინ, როცა eSIM პირველად დაუკავშირდება ქსელს მხარდაჭერილ ქვეყანაში. ანუ თუ eSIM-ს დააინსტალირებ საქართველოში, ვადა არ დაიწყება სანამ ევროპაში არ ჩახვალ.
ეს eSIM მხოლოდ მობილურ ინტერნეტს მოიცავს. ზარებისა და SMS-ისთვის გამოიყენეთ WhatsApp, Viber, Telegram ან სხვა მესენჯერი — ინტერნეტი ხომ ულიმიტო გაქვს!
აირჩიეთ სასურველი პაკეტი, გაიარეთ ონლაინ გადახდა და eSIM-ის QR კოდი მოგივათ ელ-ფოსტაზე წუთებში. სულ ესაა!
შეიძინე eSIM ახლავე და ევროპაში ჩასვლისთანავე გქონდეს ულიმიტო ინტერნეტი
აირჩიე პაკეტი